1935-რს 29/12/2017

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის:

ა) მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.“;



ბ) მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.“;  

გ) მე-13 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

დ) 45-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე ნაწილი:

„46. საგადასახადო წელი – კალენდარული წელი.“.


2. 26-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომ − სსზ) სტატუსი საკუთარი ინიციატივით შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას ეწევა.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირი სსზ-ის სტატუსის მიღების შემთხვევაში სსზ-ის სტატუსის მიღების მომდევნო წლის 1 იანვრიდან ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სსზ-ის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მოძრაობის აღრიცხვა;

ბ) ამ კოდექსის 133​​1 ​მუხლის შესაბამისად გადაიხადოს სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი/მოგების გადასახადი სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში;

გ) სსზ-ში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება და სსზ-ში რეალიზებულ საქონელზე მომხმარებელთან ანგარიშსწორება უზრუნველყოს ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტების მეშვეობით.“;

გ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.


3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 26​2 მუხლი:

„მუხლი 26​2. ბაზრობის ორგანიზება

1. პირი, რომელიც საქართველოში ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ბაზრობის ორგანიზებისა) ეწევა, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მიმართოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ პირს მინიჭებული აქვს ამ კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სსზ-ის სტატუსი.

2. ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზება არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემა.

3. ბაზრობა არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც საქონლის სარეალიზაციოდაა განკუთვნილი.

4. არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

5. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:

ა) საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს ინფორმაცია ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ;

ბ) სავაჭრო ობიექტი ან/და სავაჭრო ადგილი იჯარით გასცეს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრშია რეგისტრირებული;

გ) ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილი უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატით.

6. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო ორგანო ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის მოიჯარე ფიზიკურ პირს ანიჭებს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსს.

7. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების რეესტრს აწარმოებს საგადასახადო ორგანო.

8. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი იბეგრება 3%-ით, გამოქვითვების გარეშე. ამ შემთხვევაში გადასახადის დეკლარირება და გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

9. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

10. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი:

ა) ვალდებულია საქონლის მიწოდებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი; 

ბ) უფლებამოსილია უარი თქვას ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემოსავლის დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებაზე, რის შესახებაც მან განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრისა. ამ შემთხვევაში აღნიშნული პირის შემოსავალი დაიბეგრება ამ კოდექსის 79-ე–81-ე და 82-ე მუხლების შესაბამისად.

11. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს, რომელიც საქართველოში ბაზრობის ორგანიზებას ეწევა, საკუთარი ინიციატივით მიანიჭოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსი.

12. ბაზრობის ფუნქციონირებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის ამ კოდექსით გათვალისწინებული  ვალდებულებების შესრულების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.


4. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6​2 ნაწილი:

„6​2. საქართველოს რეზიდენტობა, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-6 და 6​1 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.“.   




5. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ​1“–„უ​3“ ქვეპუნქტები:

„უ​1) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი;

​2) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;

​3) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი;“;

დ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;“;

ე) „ჰ​4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ ნაწილის „უ​1“–„უ​3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასესხო/წილობრივი ფასიანი ქაღალდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებამდეა სავაჭროდ დაშვებული ორგანიზებულ ბაზარზე. ამასთანავე, აღნიშნული შეღავათი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული ბაზრის აღიარების თარიღიდან.“.


6. 97-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის სხვაობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) პირისათვის, რომელიც მოგებას იღებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებებიდან“ გამომდინარე, ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად, ამ მოგების ნაწილში;

ბ) „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილისათვის, ამ პროექტის ფარგლებში მიღებული მოგების ნაწილში;

გ) „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთკავკასიური მილსადენის სისტემის საშუალებით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხრეთკავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილისათვის, ამ პროექტის ფარგლებში მიღებული მოგების ნაწილში.“.


7. 98​1 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საწარმოს პარტნიორზე განხორციელებული გადახდა ამავე საწარმოს აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა;“.


8. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ​1“–„მ​3“ ქვეპუნქტები:

„მ​1) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;

​2) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;

​3) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;“;

დ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ ნაწილის „მ​1“–„მ​3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასესხო/წილობრივი ფასიანი ქაღალდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებამდეა სავაჭროდ დაშვებული ორგანიზებულ ბაზარზე. ამასთანავე, აღნიშნული შეღავათი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული ბაზრის აღიარების თარიღიდან.“.


9. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;“.


10. 103-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ​1“ ქვეპუნქტი:

„ბ​1) „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიერ მზღვეველისგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ დაზარალებულისთვის (მესამე პირისთვის) ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის ისეთი ანაზღაურება, რომელიც დამდგარი ზიანის ოდენობას არ აღემატება;“.


11. 130-ე მუხლის:

ა) 4​1 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4​​1. 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისაგან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“;

ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.


12. 131-ე მუხლის მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 






13. 168-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „კ“–„ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;

​​​1) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;

ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2844 კოდში აღნიშნული რადიოფარმპრეპარატების, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული, 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებში, 9018–9022 კოდებში (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებში მითითებული საქონლის, 8713 და 8714 20 000 00 კოდებში აღნიშნული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული), აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული, 9619 00 000 00 კოდში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;“;

ა.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (ჟურნალების, გაზეთების, ნოტების) მიწოდება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) ან/და იმპორტი, აგრეთვე ელექტრონული მატარებლების (დისკების) საშუალებით სალექციო კურსების მიწოდება, რომლებიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიძლება წიგნის ფორმითაც გამოიცეს;“;

ბ) მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (ჟურნალების, გაზეთების, ნოტების) რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა;“;

გ) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი:

„ჭ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901 და 4903 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (წიგნის) მიწოდება ან/და იმპორტი, აგრეთვე ამ საქონლის რეალიზაციისა და ბეჭდვის მომსახურებების გაწევა.“.


14. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181​1 მუხლი:

„მუხლი 181​1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნება

1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს, დაიბრუნოს საქართველოში საქონლის (გარდა უძრავი ქონებისა) შეძენისას ან/და მომსახურების შეძენისას ან საქართველოში საქონლის იმპორტირებისას გადახდილი დღგ-ის თანხა, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) პირი საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით არ ახორციელებს ან მისი საქმიანობის ადგილი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ არის;

ბ) პირის მიერ საქართველოში შეძენილი საქონელი/მომსახურება ან იმპორტირებული საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოიყენება;

გ) მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, ამ კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ.

2. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელი ვალდებულია დანიშნოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც ამ მუხლით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების ფარგლებში ეკისრება გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები, აგრეთვე კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უფლებამოსილი წარმომადგენელი, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.


15. 188-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აქციზის განაკვეთები აქციზურ საქონელზე (გარდა ალკოჰოლიანი სასმელებისა)“;

ბ) პირველი ნაწილის ცხრილის:

ბ.ა) პირველი და მე-2 გრაფები ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) შენიშვნის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5–მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს.


16. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 188​1 მუხლი:

„მუხლი 188​1. აქციზის განაკვეთები ალკოჰოლიან სასმელებზე

1. ამ ნაწილით გათვალისწინებული ალკოჰოლიანი სასმელები იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით:

 

საქონლის დასახელება/აღწერილობა

ზომის ერთეული

განაკვეთი

1

 

ლუდი

 

1 ლიტრი/1%Vol

0.12

2

 

სხვა დადუღებული სასმელი 5%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით

1 ლიტრი

5

3

სხვა დადუღებული სასმელი 5% ან 5%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობით

1 ლიტრი

0.6

4

შუალედური ალკოჰოლიანი სასმელი

1 ლიტრი

5

5

სასმელი ეთილის სპირტის მაღალი კონცენტრაციით

(გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20, 2208 60, 2208 90 330 00, 2208 90 380 00, 2208 90 480 00 და 2208 90 710 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა)

 

1 ლიტრი სუფთა სპირტი

22.5

6

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2207 კოდით გათვალისწინებული საქონელი

 

1 ლიტრი სუფთა სპირტი

7.5

7

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20, 2208 60, 2208 90 330 00, 2208 90 380 00 00, 2208 90 480 00 და 2208 90 710 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი

1 ლიტრი სუფთა სპირტი

15

 

შენიშვნა: ამ  ცხრილში მითითებული:

ა) „ლუდი“ მოიცავს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  2203 კოდში მითითებულ საქონელს, აგრეთვე 2206 00 590 01 და 2206 00 890 01 კოდებით გათვალისწინებულ საქონელს (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2206 კოდში აღნიშნული ერთი ან ერთზე მეტი უალკოჰოლო სასმელისა და ლუდის ნაზავს), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა 0.5%-ს აღემატება;

ბ) „სხვა დადუღებული სასმელი“ მოიცავს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2205 და 2206 კოდებში მითითებულ საქონელს (გარდა ლუდისა და ღვინისა):

ბ.ა) რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 10%-ს;

ბ.ბ) რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 10%-ს და არ აღემატება 15%-ს, იმ პირობით, რომ პროდუქტში არსებული ალკოჰოლი მთლიანად დადუღების გზითაა მიღებული;

გ) „შუალედური ალკოჰოლიანი სასმელი“ მოიცავს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2205 და 2206 კოდებში მითითებულ საქონელს (გარდა ლუდისა, ღვინისა და სხვა დადუღებული სასმელებისა), რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 22%-ს;

დ) „სასმელი ეთილის სპირტის მაღალი კონცენტრაციით“ მოიცავს:

დ.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 კოდში მითითებულ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 1.2%-ს აღემატება;

დ.ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2205 და 2206 კოდებში მითითებულ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 22%-ს აღემატება.

2. ღვინო მოიცავს ყურძნის გამოყენებით წარმოებულ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2204 და 2205 კოდებში მითითებულ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 18%-ს, იმ პირობით, რომ საბოლოო პროდუქტში არსებული ალკოჰოლი მთლიანად დადუღების გზით და დანამატების გარეშეა მიღებული.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის პირველი გრაფით გათვალისწინებულ საქონელზე გადასახდელი აქციზის თანხა შეადგენს შესაბამისი აქციზის განაკვეთის, საქონლის მოცულობის რაოდენობრივი მაჩვენებლის და აღნიშნულ საქონელში ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის ნამრავლს.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-2–მე-4 გრაფებით გათვალისწინებულ საქონელზე გადასახდელი აქციზის თანხა შეადგენს შესაბამისი აქციზის განაკვეთისა და აღნიშნული საქონლის მოცულობის რაოდენობრივი მაჩვენებლის ნამრავლს.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-5–მე-7 გრაფებით გათვალისწინებულ საქონელზე გადასახდელი აქციზის თანხა შეადგენს შესაბამისი აქციზის განაკვეთისა და აღნიშნულ საქონელში სუფთა სპირტის მოცულობის რაოდენობრივი მაჩვენებლის ნამრავლს.“.


17. 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „დ​1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;“.


1935-რს ამოქმედდეს 2018 წლის 2 იანვრიდან

ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „დ​1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;


18. 192-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელი;“;

ბ) მე-2 ნაწილის:

ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) იმპორტირებული 4 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელი – საფოსტო გზავნილის შემთხვევაში;“;

ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ​1“ ქვეპუნქტი:

„ზ​1) მგზავრის მიერ იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელი – ამ კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ​2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში;“.


19. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი;“;

ბ) „ბ​1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ​2“ ქვეპუნქტი:

„ბ​2) მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის ან 80% და 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, აგრეთვე 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„მ) ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული ალკოჰოლიანი სასმელი (სითხე);

ნ) ალკოჰოლიანი სასმელი, გამოყენებული სასმელის დასამზადებლად, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 1.2%-ს არ აღემატება.“;

დ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. თუ ალკოჰოლიანი სასმელის ან/და თამბაქოს ნაწარმის ან/და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა აღემატება ამ ნაწილის „ბ“, „ბ​1“ ან „ბ​2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამ მუხლით გათვალისწინებული აქციზისაგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

2. ამ ნაწილის „ბ“ „ბ​2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს 18 წლის ასაკიდან წარმოეშობა.

3. ამ ნაწილის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტირებისას/წარმოებისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში ამ საქონლის იმპორტიორისაგან/მწარმოებლისაგან შემძენი პირი უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა.

4. ამ ნაწილის „ბ“ და „ბ​2“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ჩაითვლება, რომ საქონელი ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი, თუ მისი იმპორტი ერთჯერადია და იგი განკუთვნილია მგზავრის პირადი ან მისი ოჯახის წევრების მიერ მოხმარებისთვის ან/და ჩუქებისთვის. ამასთანავე, საქონლის იმპორტი ერთჯერადია, თუ ადგილი აქვს საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ საქონლის იმპორტის არაუმეტეს 1 შემთხვევას.“.


20. 199-ე მუხლის:

ა) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი;“;

ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ​1“ ქვეპუნქტი:

„დ.გ​1) მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის ან 80% და 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტის ან  2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან 4 ლიტრი ღვინის და 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომლებიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომლებიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) 2023 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი;“;

დ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ მუხლის „დ.გ“ და „დ.გ​1“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ჩაითვლება, რომ საქონელი ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი, თუ მისი იმპორტი ერთჯერადია და იგი განკუთვნილია მგზავრის პირადი ან მისი ოჯახის წევრების მიერ მოხმარებისთვის ან/და ჩუქებისთვის. ამასთანავე, საქონლის იმპორტი ერთჯერადია, თუ ადგილი აქვს საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ საქონლის  იმპორტის არაუმეტეს 1 შემთხვევას.“.


21. 202-ე მუხლის მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირისათვის:

ე.ა) ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 15%;

ე.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება ამ ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემოსავალს.“.


22. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ​1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ​​1) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისათვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;“.


23. 224-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 224. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი

1. საგადასახადო ორგანო ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ანიჭებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს.

2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი ითვალისწინებს:

ა) ავტორიზაციას საქონლის გაფორმების პროცედურების გასამარტივებლად;

ბ) ავტორიზაციას დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების საფუძველზე საბაჟო კონტროლის გასამარტივებლად.

3. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შეიძლება ერთდროულად ფლობდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციას და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციას.

4. თუ პირს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის გამარტივებით სარგებლობის უფლებას ითხოვს, აქვს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი და ასრულებს აღნიშნულ გამარტივებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანომ მას უნდა მისცეს ამ გამარტივებით სარგებლობის უფლება. ამასთანავე, საგადასახადო ორგანომ არ უნდა გადაამოწმოს ის კრიტერიუმები, რომლებიც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭებისას შემოწმდა.

5. საბაჟო კონტროლის დროს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი სხვა გადასახადის გადამხდელთან შედარებით ხელშემწყობი პირობებით სარგებლობს, რაც ასევე გულისხმობს მისი დოკუმენტებისა და მონაცემების შემოწმების და საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერების ნაკლები სიხშირით განხორციელებას.

6. საგადასახადო ორგანო ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურებით სარგებლობის უფლებას ანიჭებს უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ პირს, რომელიც ასრულებს აღნიშნული ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და პირობებს, რომლებიც საქართველოს მიერ აღიარებულია საქართველოში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორისათვის დადგენილი ვალდებულებებისა და პირობების ეკვივალენტურად. აღნიშნული უფლების მინიჭება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნაცვალგების პრინციპს, თუ იმავე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს გადასახადის გადამხდელს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) მას არ დაურღვევია საქართველოს საგადასახადო და ადმინისტრაციული კანონმდებლობები და არ ჩაუდენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაული;

ბ) მას აქვს კომერციული აღრიცხვის და, საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო აღრიცხვის მართვის ისეთი სისტემა, რომელიც შესაბამისი საბაჟო კონტროლის განხორციელებას უზრუნველყოფს;

გ) იგი გადახდისუნარიანი და ფინანსურად მდგრადია;

დ) მას განხორციელებული აქვს საქონლის გაფორმების პროცედურები ან/და იგი/მის მიერ დაქირავებული პირი აკმაყოფილებს პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნებს – მხოლოდ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში;

ე) იგი უზრუნველყოფს დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტების შესრულებას – მხოლოდ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში.

8. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ფლობასთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურები არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით საბაჟო კონტროლის განსაკუთრებული პირობებია დადგენილი.

9. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობები, შესაბამისი ავტორიზაციით სარგებლობის წესი, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხა, რომელზედაც არ ვრცელდება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ფლობასთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურები, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.





24. 281-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა –

იწვევს გადასახადის გადამხდელის (გარდა ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის დამქირავებელი ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.


25. 285-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.


26. 289-ე მუხლის მე-3 ნაწილის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. პირს არ დაეკისრება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე ან/და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ანდა ნიშანდებულ ბარგზე/ხელბარგზე მცირე დაზიანება შეინიშნება, მაგრამ ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ანდა ნიშანდებულ ბარგში/ხელბარგში შეღწევა შეუძლებელია.

2. პირს არ დაეკისრება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ კონტეინერი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ტრანსპორტით იქნა შემოტანილი.“.


27. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 290​2 მუხლი:

„მუხლი 290​​2. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა

1. ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოვლენა, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი საკონტროლო-სალარო აპარატით, –

იწვევს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით თითოეული ისეთი არასტაციონარული სავაჭრო ადგილისათვის, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი საკონტროლო-სალარო აპარატით.

2. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემა იმ პირზე, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის, –

იწვევს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა ან/და არასწორი/არასრული ინფორმაციის წარდგენა –   

იწვევს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.“.


28. 309-ე მუხლის:

ა) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 10​1 ნაწილი:

„10​1. ნამუშევარი ნავთობპროდუქტებისათვის (ლიალური წყლისათვის (ნავთობით დაბინძურებული წყლისათვის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხისათვის) არ გამოიყენება გადამუშავების სასაქონლო ოპერაციები (გარდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისა) გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით.“;

ბ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. 2020 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.“;

გ) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. 2023 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.“;

დ) 42-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) 2018 წლის 1 იანვრამდე ეწეოდა, ვალდებულია:

ა) არაუგვიანეს 2018 წლის 1 ივლისისა მიმართოს საგადასახადო ორგანოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;

ბ) არაუგვიანეს 2018 წლის 1 ივლისისა უზრუნველყოს საგადასახადო ორგანოსთვის  ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებულ სავაჭრო ობიექტზე ან/და სავაჭრო ადგილზე მოვაჭრე ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენა;

გ) არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების 1/3 საკონტროლო-სალარო აპარატებით;

დ) არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისისა უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების 2/3 საკონტროლო-სალარო აპარატებით;

ე) არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით.“;

ე) 92-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92​1 ნაწილი:

„92​1. არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულების მიერ 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული მოგების განაწილება მოგების გადასახადით არ იბეგრება.“;

ვ) 93-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 93​1 და 93​2 ნაწილები:

„93​1. ამ კოდექსის 98​2 მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება აქვს, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების დივიდენდის განაწილებამდე ამ მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად ჩაითვალოს დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი.

93​2. პირის მიერ ამ მუხლის 93​1 ნაწილით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში:

ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების  დივიდენდის განაწილებისას ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩათვლა მცირდება ამავე მუხლის 93​1 ნაწილის შესაბამისად ჩათვლილი მოგების გადასახადის ოდენობით;

ბ) კაპიტალში მონაწილეობის უფლების (აქციის/წილის) მიწოდების შედეგად ანაზღაურების მიღებისას (თანხის ფაქტობრივად მიღებისას) პირს უფლება აქვს, თანხის ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში ჩაითვალოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადი, მაგრამ არაუმეტეს ანაზღაურებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადისა.“;

ზ) 99-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„99. ამ კოდექსის 98​​1 მუხლის მიზნებისთვის:

ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირისგან მიღებული დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად არ ითვლება;

ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის განაწილება, აგრეთვე 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის 2019 წლის 1 იანვრამდე განაწილება  მოგების განაწილებად ითვლება.“.

მუხლი 2. 2018 წლის 1 იანვრამდე ვაჭრობის ორგანიზების განმახორციელებელი პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლის საფუძველზე მინიჭებული სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი გაუქმებულად ითვლება.

მუხლი 3   

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-5 და მე-7–27-ე ნაწილებისა და 28-ე ნაწილის „ა“–„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 26​2 მუხლის სათაური, პირველი–მე-5, მე-11 და მე-12 ნაწილები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-4, მე-5, მე-7–მე-16, მე-18–მე-20, 22-ე, 23-ე და 25-ე–27-ე ნაწილები და 28-ე ნაწილის „ა“–„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 ნაწილი ამოქმედდეს 2018 წლის 2 იანვრიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 26​2 მუხლის მე-6–მე-10 ნაწილები და ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე და 24-ე ნაწილები ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილისა და 28-ე ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1935-რს

Comments