საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთობლივი ბრძანება №235 - №74/04 2013 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01 - №51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებთ:

 


   

 მუხლი 1 


 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01 - №51 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 03.02.2010, №13 მუხ. 151) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონზე მიღებული განაცხადები ეგზავნება ფინანსთა სამინისტროს. იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა სამინისტრო მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ეროვნულ ბანკს არ გაუგზავნის შეტყობინებას აუქციონის განკვეთის დონის დადგენის შესახებ, მაშინ აუქციონი სრულდება:

ა)  ემისიის  სრულად  განთავსებით,  თუ  აუქციონზე  შემოსული  განაცხადების  მოცულობა უტოლდება ან აღემატება გამოცხადებული ემისიის მოცულობას;

ბ)   შემოსული   განაცხადების   სრულად   დაკმაყოფილებით,   თუ   აუქციონზე   შემოსული განაცხადების მოცულობა ნაკლებია გამოცხადებული ემისიის მოცულობაზე.“.
 


   

 მუხლი 2 


 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

 
 





ფინანსთა მინისტრი  ნოდარ ხადური 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  გიორგი ქადაგიძე