„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებით (ვებგვერდი, 110427027, 27.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016177) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის თანამშრომლების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის განსახორციელებელი სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების), სასწავლო ხასიათის პროექტებისა და სხვა სახის პროექტების ღირებულებას; “. ბ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1 ” და „ფ2 “ქვეპუნქტები: „ფ1) უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების), სასწავლო ხასიათის პროექტებისა და სხვა სახის პროექტების შეღავათიანი ღირებულება; „ფ2) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების), სასწავლო ხასიათის პროექტებისა და სხვა სახის პროექტების უსასყიდლოდ განხორციელების შესახებ; “. გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი: „ღ) ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს და ადგენს სასწავლო პროცესებსა (სასწავლო კურსებსა) და სასწავლო ხასიათის პროექტებზე სწავლების ღირებულების ელექტრონულად გადახდის წესსა და პირობებს. “. 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ხეთაგური |