საქართველოს მთავრობის დადგენილება №250 2012 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე

მუხლი 1 . „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 109 პუნქტის შესაბამისად:

1. დადგინდეს თანდართული „სამორინეს მოწყობის სანებართვო მო­საკრებლის წლიური განაკვეთები“.

2. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სამო­რი­ნეს მოწყობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე .

მუხლი 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავ­რო­ბის 2012 წლის 25 ივნისის №226 დადგენილება „სამორინეს მოწყობის სა­ნებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“ .

მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ -მინისტრი . მერაბიშვილი

 

 

დანართი

სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები

სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვე­თებია :

) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე , გარდა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -7 მუხლის მე -10 პუნქტის „ე .ბ“ ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვა­ლის­წინებული შემთხვევებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტო­რიისა, 5 000 000 ლარი;

) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100 000 ლარი .

Comments