საქართველოს მთავრობის დადგენილება №186 2012 წლის 24 მაისი ქ. თბილისი „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1827) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ მე-6 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 გრაფა:

 5 ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა) მომსახურების გასაწევად გამოყენებული სამუშაო ადგილი კალენდარული თვე 1 ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი –100 ლარი;

იმ შემთხვევაში, თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისათვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი – ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართობზე – 100 ლარი.“.


მუხლი 2. პირებს, რომლებსაც ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვთ მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსი ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნარჩუნდებათ მინიჭებული სტატუსი.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური


Comments