საქართველოს მთავრობის დადგენილება № 3 76 2012 წლის 12 სექტემბერი ქ. თბილისი ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ

მუხლი 1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესა­ხებ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე :

1. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში , 599970 .00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის მისამართი: მუნიციპალიტეტი ხობი, სოფელი ყულევი, ზონა – ხობი – 45, სექტორი – ყულევი – 15, კვარტალი – 22, ნაკვეთი – 020, საკადასტრო კოდი 45 .15 .22 .020 ) შეიქმნას ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შემდგომში ყულევის თიზ ), 99 წლის ვადით .

2. ყულევის თიზის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფ­­­ლე­ბამოსილებას განახორციელებს შპს „Socar Georgia Investments“‑ი (კოდი – №406061559, მა­რეგისტრირებელი ორგანო – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).

3. ყულევის თიზის ფუნქციონირების დაწყების ვადად გა­ნი­საზღვროს არა უგვიანეს 2014 წლის 1 სექტემბერი.

4. ყულევის თიზის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორ­განიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია არა უგვიანეს 2014 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს :

ა) ყულევის თიზისათვის განკუთვნილ 599 970 კვ.მ ტერიტორიაზე ( საკადასტრო კოდი 45 .15 .22 .020 ) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა შესვლა-გამოსვლა სიტუაციური გეგმით გათვალისწინებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;

ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა და საავტომობილო, სარკინიგზო ან/და სხვა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება;

გ) საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორ­ციელ­ე­ბ­ის­ათვის საჭირო შენობა-ნაგებობასთან, ინფრასტრუქტურის ელ­ემენტებთან, ტექნიკა-დანადგარების სახეობასა და რაო­დე­ნო­ბასთან, უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული პა­რა­მეტრების შესრულება;

დ) შენობა-ნაგებობების აღჭურვა სსიპ – შემოსავლების სამ­სახურთან შეთანხმებული საოფისე ტექნიკა-აღ­ჭურ­ვი­ლო­ბ­ით, კომპიუტერული ტექნიკით, მო­ნაცემის ელექტრონული გა­და­ცემის ქსელური კავშირით.

5. დაუშვებელია ყულევის თიზის ტერიტორიაზე განთავსდეს ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

6. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია:

ა) „ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის თვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე სსიპ – შემო­სავ­ლების სამსახურის 2012 წლის 23 აგვისტოს №14922 ბრძანების პირ­ველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეცვლის შემ­თხვე­ვაში, სსიპ – შე­მო­სავ­ლების სამსახურს წარუ­დგი­ნოს შესაბამისი წინადადება აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

ბ) უზრუნველყოს ყულევის თიზის ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) არა უგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრისა, საქართველოს მთავრო­ბასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შე­ქმ­ნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებათა შე­სა­ხებ;

დ) არა უგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა, შეიმუშაოს და საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხ­მებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გა­ნა­შენიანების რეგულირების გეგმა „თავისუფალი ინდუსტრი­ული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ე) ყულევის თიზის ფუნქციონირების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვეში წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით;

ვ) ყულევის თიზის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველ­ყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების სა­მინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგენილების შესრულების მიზნით უზრუნველყონ კა­ნონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი

Comments